Porta Batumi Tower

ზაფხულის მზის ოქროს სხივებში მობანავე, მის ბრონზესფერ და მოცისფრო ბლიკებში ზაფხულის სითბო ელეგანტურად ირეკლება… კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პირველი კლასის დასვენებისა და ღამის ცხოვრების ყველაზე ელეგანტურ ადგილას. 43-სართულიანი «Porta Batumi Tower»-ს შემადგენლობაში შედის სხვადასხვა ტიპის ბინები, რომლებიც სპეციალურად ოჯახებისთვისაა შექმნილი - პატარა სტუდიებიდან ფართო ერთ, ორ ან სამ ოთახიან ბინებამდე, და ასევე 12 ექსკლუზიური პენტჰაუსით, რომლის ფანჯრებიდან ზღვისა და მთების განსაცვიფრებელი ხედი იხსნება. საცხოვრებელი ფართები, სადაც ჭერის სიმაღლე 3.30 მეტრს აღწევს, გთავაზობთ სიფართოვითა და სისუფთავით აღსავსე ცხოვრებას. ამის გარდა, «Porta Batumi Tower» სთავაზობს თავის მაცხოვრებლებს 2-სართულიან დახურულ ავტოსადგომს, რომლის ფართია 6500 კვ.მ., და სავაჭრო ფართებს, მათ შორის ექსკლუზიურ ბუტიკებსა და მაღაზიებს.
მსოფლიო დონის დიზაინს ინგლისის ტიტულირებული არქიტექტორებისგან «Broadway Malyan» მოაქვს ბათუმში საერთაშორისო სტანდარტი. კოპლექსი «Porta Batumi Tower» აშენებულია კომპანია «System Construction»-ს მიერ. ეს წამყვანი თურქული დეველოპერია, რომლის ობიექტების სიაშია სპარსეთის ყურეს ქვეყნების ტერიტორიებიდან რუსეთამდე მდებარე ობიექტები. «Porta Batumi Tower» აერთიანებს მომგებიან ესთეტიკურ დიზაინს და სტრუქტურირებული კონსტრუქტირების უახლეს ტექნოლოგიებს და სამშენებლო მასალებს, რაც კომპლექს ხდის ექსკლუზიური ხარისხისა და სტილის ნიმუშად.